ულტრასონოგრაფიული სისტემა - Aplio i900
ექოკარდიოგრაფია ტარდება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, პრემიუმ კლასის ულტრაბგერით სკანერზე - Canon Aplio i900, მატრიცული 4D გადამწოდით.
● რუტინული ექოკარდიოგრაფიის გარდა, შესაძლებელია მიოკარდის კედლის მოძრაობის შეფასება თანამედროვე და უნიკალური მეთოდის - 2D-3D speckle tracking echocardiography (STE) - გამოყენებით.
● აღნიშნული მეთოდი არ არის დამოკიდებული სკანირების კუთხეზე, რაც საშუალებას იძლევა მიოკარდის კედლის მოძრაობა შეფასდეს სამ სიბრტყეში — სიგრძივ, რადიალურ და ცირკულარულ მიმართულებებში.
